ცუდი ამბავი გულშემატკივრისთვის: კვარაცხელიას სალერნიტანასთან თამაში გამოირიცხა?
"ნაპოლის" ერთ-ერთ ლიდერს, ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, იუწყება Sky Sport Italia-ა.
წყარო აღნიშნავს, რომ 21 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ნეაპოლურ გუნდის ბოლო ვარჯიშში მონაწილეობა არ მიიღო. ფეხბურთელი სახლში დარჩა, გაციებული იყო

წყაროს ცნობით, ავადმყოფობის გამო კვარაცხელია გამოტოვებს მომდევნო მატჩს "სალერნიტანასთან", რომელიც 21 იანვარს არის დაგეგმილი.
ხვიჩა "ნაპოლის" გასულ ზაფხულს შეუერთდა. მიმდინარე სეზონში მან იტალიის ჩემპიონატში 15 მატჩი ჩაატარა, რომელშიც შვიდი გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა გააკეთა.