ავტორიზაცია

მანჩესტერ სიტი შემოსავლების მხრივ მსოფლიოს საუკეთესო საფეხბურთო კლუბია

მანჩესტერ სიტი შემოსავლების მხრივ მსოფლიოს საუკეთესო საფეხბურთო კლუბია
თარიღი 20 იან 2023, 02:26
ინგლისური მანჩესტერ "სიტი" ზედიზედ მეორე წელია საფეხბურთო კლუბებს შორის მიღებული შემოსავლებით  პირველია, ეს სია პორტალმა Deloitte-მა შეადგინა.

ასე რომ, გასულ სეზონში "ქალაქელების" შემოსავალმა 731 მილიონი ევრო შეადგინა. მეორე ადგილზეა მადრიდის "რეალი" - 714 მილიონი, სამეულს კიდევ ერთი ინგლისური ტოპ კლუბი ხურავს - "ლივერპული", 702 მილიონი.

ტოპ 10-ში ასევე მოხვდნენ: მანჩესტერ "იუნაიტედი" (688,6 მილიონი), "პსჟ" (654,2), "ბაიერნი" (653,6), ბარსელონა (638,2), "ჩელსი" (568,3), "ტოტენჰემი" (523) და "არსენალი" (433,5).

აღსანიშნავია, რომ ამ რეიტინგის მიხედვით 20 საუკეთესო გუნდების ჯამურმა შემოსავალმა 9,2 მილიარდ ევროს გადააჭარბა, რაც წინა საფეხბურთო სეზონზე 13%-ით მეტია.