ავტორიზაცია

რა შემთხვევაში დარჩება პიოტრ ზიელინსკი ნაპოლიში?

რა შემთხვევაში დარჩება პიოტრ ზიელინსკი ნაპოლიში?
თარიღი 20 იან 2023, 02:17
მიუხედავად იმისა, რომ "ნაპოლი" ისეთმა მოთამაშეებმა დატოვეს, როგორებიც ლორენცო ინსინიე, კალიდუ კულიბალი, დრის მერტენსი და დავიდ ოსპინა არიან. 

ლუჩიანო სპალეტის გუნდი სერია A-ს ერთპიროვნულად, მეორე ადგილზე მყოფ "მილანთან" 9 ქულიანი უპირატესობით ლიდერობს.

Il Mattino-ს ცნობით, დე ლაურენტისი აპირებს გააგრძელოს რესტრუქტურიზაციის პროცესი და დააწესოს 75 მილიონი ევროს ოდენობით სახელფასო ჭერი.

აღსანიშნავია, რომ ნეაპოლელთა ნახევარმცველ პიოტრ ზიელინსკის "ნაპოლი" ახალ კონტრაქტს ხელფასის 3,5-დან 3,3 მილიონ ევრომდე შემცირების შემთხვევაში სთავაზობს. თუ პოლონელი უარს იტყვის, ის აუცილებლად გაიყიდება ზაფხულში.