ავტორიზაცია

მორიგი კლასიკო უკვე მომდევნო კვირაში?! კოპა დელ რეის ყველა მეოთხედფინალისტი ცნობილია - როდის გაიმართება კენჭისყრა?

მორიგი კლასიკო უკვე მომდევნო კვირაში?! კოპა დელ რეის ყველა მეოთხედფინალისტი ცნობილია - როდის გაიმართება კენჭისყრა?
თარიღი 20 იან 2023, 02:11
ესპანეთის სამეფო თასზე მეოთხედფინალის რვავე მონაწილე გაირკვა.

მადრიდის „რეალი“ უკანასკნელი გუნდი აღმოჩნდა, რომელიც მეოთხედფინალებისაკენ მიმავალ გემზე დრამატულ სტილში შეხტა, როცა „ლა სერამიკაზე“ „ვილიარეალს“ 0:2-დან 3:2 მოუგო.

1/4-ფინალური ეტაპის კენჭისყრა უკვე დღეს, 20 იანვარს, თბილისის დროით 16:00 საათზე გაირკვევა და თეორიულად, ამ ადრეულ ეტაპზევე შეგვიძლია ელ კლასიკო ვიხილოთ.

კოპა დელ რეის ყველა მეოთხედფინალისტი:

რეალი, ბარსელონა, ოსასუნა, ატლეტიკო, ბილბაო, ვალენსია, სევილია, სოსიედადი.

მერვედფინალებში ერთი დიდი სენსაცია დაფიქსირდა - ოსასუნამ პენალტებში ბეტისს აჯობა და ფავორიტი გამოთიშა, სხვა მხრივ კი ტურნირზე მხოლოდ საუკეთესო ესპანური გუნდები დარჩა, რაც მას კიდევ უფრო მეტ ინტერესს სძენს.

1/4-ფინალური მატჩები კი შემდეგი კვირის შუა დღეებში გაიმართება.