ავტორიზაცია

"ვხვდები, რომ არასწორად მოვიქეცი", - ჩუამენიმ რეალის ქომაგებს მოუბოდიშა

"ვხვდები, რომ არასწორად მოვიქეცი", - ჩუამენიმ რეალის ქომაგებს მოუბოდიშა
თარიღი 20 იან 2023, 17:36
მადრიდის „რეალის" ნახევარმცველმა, ორელიან ჩუამენიმ, გუნდის გულშემატკივრების წინაშე მოიბოდიშა.

ფანებს არ მოეწონათ ის ფაქტი, რომ ტრავმირებული ფეხბურთელი, იმ დროს, როცა „რეალი" „ვილიარეალს" თასზე ეთამაშებოდა, გუნდის მხარდაჭერის ნაცვლად, NBA-ს მატჩს დაესწრო „ჩიკაგოსა" და „დეტროიტს" შორის.

„მინდა ბოდიში მოვუხადო კლუბს, თანაგუნდელებს და გულშემატკივრებს, რომ ღონისძიებას დავესწარი იმ დროს, როცა „რეალი" თასზე იბრძოდა.

საქმის კურსში ვიყავი, რა ხდებოდა მატჩში, მაგრამ ვხვდები, რომ არასწორად მოვიქეცი. ვწუხვარ", - წერს ფრანგი სოციალურ ქსელში.