ავტორიზაცია

"ვუთხარი, რომ ასე არასდროს აღარ მოიქცეს", - ანჩელოტი რეალის ფეხბურთელს გაუბრაზდა

"ვუთხარი, რომ ასე არასდროს აღარ მოიქცეს", - ანჩელოტი რეალის ფეხბურთელს გაუბრაზდა
თარიღი 20 იან 2023, 17:39
კარლო ანჩელოტის არ მოეწონა რეაქცია, რომელიც როდრიგომ „ვილიარეალთან" მატჩში შეცვლის შემდეგ გამოავლინა.

ბრაზილიელი შემტევი მოედნიდან გასვლისას გაღიზიანებული ჩანდა, რის გამოც ანჩელოტი მას მიუბრუნდა და შენიშვნა მისცა.

„როდრიგო შევცვალე, იმიტომ რომ ჩანდა, რომ ის დაიღალა. არ მინდოდა გარისკვა და ფეხბურთელი მოედანს ჩამოვაშორე.

მან ცვლილების დროს ხელი არ ჩამომართვა, იმედია უბრალოდ დაავიწყდა. ვუთხარი, რომ ასე არასდროს აღარ მოიქცეს.", - აღნიშნა იტალიელმა მწვრთნელმა,

მადრიდული კლუბი „ვილიარეალთან" თასზე 0:2-ს აგებდა, თუმცა თამაში შემოატრიალა და 3:2 მოიგო.