რონალდუ იუვენტუსის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს
კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.
მიზეზი ის არის, რომ ტურინულმა კლუბმა პორტუგალიელს საიდუმლოდ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად დაპირებული 19.9 (სხვა ვერსიით 19.6) მილიონი ევრო არ გადაუხადა.
რონალდუს „იუვენტუსთან“ ფარული შეთანხმება ჰქონდა, რომელიც 2022 წლის 23 მარტს ადვოკატი ფედერიკო რესტანოს ტურინის ოფისში აღმოაჩინეს. ამ შეთანხმების მიხედვით, „იუვეს“ პორტუგალიელისთვის 19.9 მილიონი ევრო აქვს გადასახდელი იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის გუნდს დატოვებს.
საუბარია შეთანხმებაზე, რომელიც „იუვემ“ კოვიდის დროს რამდენიმე ფეხბურთელთან გააფორმა. მათ ხელფასის შემცირებაზე თანხმობა განაცხადეს, რათა ეს ფული არაოფიციალურად მიეღოთ.