რეალის ექს-ფეხბურთელი: "აზარი შეგვიძლია უკვე ყოფილ ფეხბურთელად მოვიაზროთ"

„რეალის“ ექს-ფეხბურთელმა, პრედრაგ მიატოვიჩმა, ედენ აზარის ჩავარდნაზე ისაუბრა.
2019 წლის ზაფხულში მადრიდელებმა „ჩელსიდან“ ბელგიელი 100+ მილიონ ევროდ შეიძინეს, თუმცა ტრანსფერმა აშკარად ვერ გაამართლა და აზარმა „თეთრებში“ ადგილი ვერ დაიმკვიდრა.
„აზართან მომხდარი არის რაღაც დაუჯერებელი. არავინ არ ელოდა ამას, როცა ის „რეალში“ გადმოდიოდა.
ახლა აზარზე საუბრისას შეგვიძლია თქმა, რომ ჩვენ ყოფილ ფეხბურთელზე ვლაპარაკობთ.“ - აღნიშნა მიატოვიჩმა.
„რეალის“ მაისურით აზარმა 73 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 7 გოლი გაიტანა და 11-ჯერ თანაგუნდელებს გაატანინა.