კიდევ ერთი ტალანტი: ქუთაისის ტორპედომ ფლამენგოდან შემტევი დაიმატა

ბრაზილიური მედიის ინფორმაციით, 19 წლის შემტევი ნახევარმცველი კაიკე დავიდი წელიწადნახევრიანი იჯარით ქუთაისის "ტორპედოში" ითამაშებს.

აღნიშნულ ინფორმაცაის ბრაზილიელი ჟურნალისგი სოციალურ ქსელშიც ადასტურებს.

ფეხბურთელი "ფლამენგოს" 20-წლამდელთა გუნდში გამოდიოდა. ამასთან ერთად ახალგაზრდა მოთამაშემ 2022 წლის ბოლოს ბრაზილიის სერია A-ში ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა.
შეგახსენებთ, რომ იმერულმა კლუბმა ცოტა ხნის წინ, ჩრდილოეთ მაკედონიელი ტალანტი დაშირ ელეზი "შკენდიადან" 100 000 ევროს სანაცვლოდ შეიძინა.
ავტორი: ზაქრო გალუსტაშვილი