ავტორიზაცია

ბრაზილიის ნაკრებს ლუის ენრიკე გაწვრთნის?

ბრაზილიის ნაკრებს ლუის ენრიკე გაწვრთნის?
თარიღი 21 იან 2023, 09:27
ესპანეთის ყოფილმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ შესაძლოა სამხრეთ ამერიკულ ნაკრების უხელმძღვანელოს.

როგორც ინსაიდერმა ნიკოლო შირამ სოციალური ქსელების საშუალებით განაცხადა, ბრაზილიის ნაკრები სპეციალისთის შეიძლება ახალი სამუშაო ადგილი გახდეს.

ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია მწვრთნელთან შეთანხმებაზე მუშაობს. ბრაზილიელები მზად არიან ენრიკეს 2026 წლამდე კონტრაქტი შესთავაზონ. 

ბრაზილია 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვარდნის შემდეგ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. ნაკრები, რომელსაც ყოფილი მწვრთნელი ტიტე ხელმძღვანელობდა, მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ხორვატიასთან დამარცხდა.