ავტორიზაცია

ტუხელს რეალის ან ბარსელონას ხელმძღვანელობა სურს

ტუხელს რეალის ან ბარსელონას ხელმძღვანელობა სურს
თარიღი 21 იან 2023, 09:33
ცნობილმა გერმანელმა სპეციალისტმა თომას ტუხელმა, რომლის ბოლო სამუშაო ადგილი ლონდონის "ჩელსი" იყო, კარიერის გაგრძელების პრიორიტეტული ვარიანტები განსაზღვრა.

ინსაიდერის ფლორიან პლეტენბერგის თქმით, მწვრთნელმა ესპანურის სწავლა დაიწყო. თომასს სურს კატალონიურ "ბარსელონას" ან მადრიდის "რეალს" უხელმძღვანელოს.

შეგახსენებთ, რომ ტუხელმა "ჩელსი" გასული წლის სექტემბერში დატოვა. სპეციალისტი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში ზაგრების "დინამოსთან" (0:1) წაგების შემდეგ გაათავისუფლეს.