პრემიერ ლიგის კლუბები აღშფოთებულნი არიან ჩელსის სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობით

ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბები უკმაყოფილონი არიან სატრანსფერო ბაზარზე ლონდონის "ჩელსის" მოქმედებით.
Mail Online-ის ცნობით, ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ „არისტოკრატები“ ახალწვეულებთან ძალიან დიდ კონტრაქტებს აფორმებენ.
მიხაილ მუდრიკმა "ჩელსისთან" კონტრაქტი 8.5, ხოლო ნონი მადუეკემ, 7.5 წელით გააფორმა.
ფაქტია, რომ ფიფას წესების მიხედვით, გუნდებს შეუძლიათ მოთამაშეებთან კონტრაქტი მაქსიმუმ 5 წლით გააფორმონ.
მიხაილ მუდრიკმა "ჩელსისთან" კონტრაქტი 8.5, ხოლო ნონი მადუეკემ, 7.5 წელით გააფორმა.
ფაქტია, რომ ფიფას წესების მიხედვით, გუნდებს შეუძლიათ მოთამაშეებთან კონტრაქტი მაქსიმუმ 5 წლით გააფორმონ.
საქმე იმაშია, რომ "ჩელსიმ" ახალწვეულებთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, კიდევ რამდენიმე წლით გახანგრძლივების ოფციით. ამ პრაქტიკას ადრე უპრობლემოდ იყენებდნენ ევროპის სხვა კლუბები.