ავტორიზაცია

სპალეტიმ სერია A-ს რეკორდი დაამყარა

სპალეტიმ სერია A-ს რეკორდი დაამყარა
თარიღი 22 იან 2023, 13:50
იტალიის ჩემპიონატის მე-19 ტურის "ნაპოლი" "სალერნიტანას" შეხვდა და 2:0 გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ ნაპოლის მთავარი მწვრთნელისთვის ლუჩიანო სპალეტისთვის ეს გამარჯვება სერია A-ში რიგით 276-ე იყო, რითაც 63 წლის სპეციალისტი ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვებით მწვრთნელებს შორის ლიდერი გახდა.

ლუჩიანო "ნაპოლის" მთავარ მწვრთნელად 2021 წლის ზაფხულიდან მუშაობს. მისი კონტრაქტი კლუბთან 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში.