ავტორიზაცია

ბენზემა ლა ლიგაში გოლების რაოდენობით რაულს გაუტოლდა

ბენზემა ლა ლიგაში გოლების რაოდენობით რაულს გაუტოლდა
თარიღი 23 იან 2023, 03:06
მადრიდის ცრეალის" თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ საუკეთესო ბომბარდირთა რეიტინგში ლეგენდარულ რაულს დაეწია.

ფრანგმა "ბილბაოს ატლეტიკთან" მატჩში 24-ე წუთზე ანგარიში გახსნა და ლა ლიგაში 228-ე გოლი მოუგროვდა.

MisterChip-ის მიხედვით, ბენზემა მეხუთეა ლა ლიგის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში,  "ბლანკოსის" ყოფილ თავდამსხმელ რაულთან ერთად.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი ლიონელ მესი გახლავთ - 474 გოლი. მეორე ადგილზე კი მადრიდის "რეალის" ყოფილი თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუა, რომელმაც 311 გოლი გაიტანა.