ავტორიზაცია

დანი ალვეშმა სასამართლოში თავისი ხელფასის შესახებ მოიტყუა

დანი ალვეშმა სასამართლოში თავისი ხელფასის შესახებ მოიტყუა
თარიღი 23 Jan 2023, 13:26
"ბარსელონას" ყოფილმა მცველმა დანი ალვეშმა სასამართლოს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა მექსიკურ "პუმასში" მისი ხელფასის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი ღამის კლუბში გოგონას გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილი.

El Pais-ის ცნობით, სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ ალვეშს სთხოვა "პუმასში" მისი ხელფასის მონაცემები მიეწოდებინა. ბრაზილიელმა თქვა, რომ მექსიკურ კლუბში თვეში 30 000 ევროს გამოიმუშავებდა. 

თუმცა, საქმეს თანდართული კონტრაქტის ასლი აჩვენებდა, რომ ალვეში რეალურად "პუმასში" თვეში 300 000 ევროს გამოიმუშავებდა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მექსიკურმა "პუმასმა" ალვესთან კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.