ალვეშის ყოფილი ცოლი გაუპატიურების საქმეზე: "დანი ამას არასოდეს გააკეთებდა"
დანი ალვეშის ყოფილმა მეუღლემ ბრაზილიელი ფეხბურთელის მიმართ არსებულ ბრალდებებზე ისაუბრა.
რამდენიმე დღის წინ ალვეში გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ გოგონამ, რომელიც ალვეშს გაუპატიურებაში ადანაშაულებდა, კომპენსაციაზე უარი თქვა და ბრაზილიელის ციხეში წასვლა სურს.
რამდენიმე დღის წინ ალვეში გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ გოგონამ, რომელიც ალვეშს გაუპატიურებაში ადანაშაულებდა, კომპენსაციაზე უარი თქვა და ბრაზილიელის ციხეში წასვლა სურს.
ფეხბურთელმა კი ურთიერთგამომრიცხავი ჩვენება სამჯერ მისცა.
„დანი ამას არასოდეს გააკეთებდა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ 22 წელია ვიცნობ. ეს კოშმარია, ეს არ შეიძლება მომხდარიყო.
ჯერ არ მქონია მასთან დაკავშირების საშუალება. ვიცი რომ კარგადაა. მე ყველაფერს გავაკეთებ მის დასახმარებლად.
ჯერ არ მქონია მასთან დაკავშირების საშუალება. ვიცი რომ კარგადაა. მე ყველაფერს გავაკეთებ მის დასახმარებლად.
ეს შოკია ჩვენი შვილებისთვის. ისინი თინეიჯერები არიან, ამიტომ მათ ძალიან უჭირთ იმის გააზრება, რაც მოხდა. მისი ოჯახი დეპრესიაშია, რადგან უნდათ მისი ნახვა, მაგრამ არ ეძლევათ ამის საშუალება. “, - ამბობს დანა დინორა.
ალვესი დინორაზე 2008 წლიდან 2011 წლამდე იყო დაქორწინებული და მათ ორი შვილი ჰყავთ.
ალვესი დინორაზე 2008 წლიდან 2011 წლამდე იყო დაქორწინებული და მათ ორი შვილი ჰყავთ.