ავტორიზაცია

გასულ ზაფხულს მანჩესტერ იუნაიტედი გრიზმანის ტრანსფერით ინტერესდებოდა

გასულ ზაფხულს მანჩესტერ იუნაიტედი გრიზმანის ტრანსფერით ინტერესდებოდა
თარიღი 23 იან 2023, 23:50
„მანჩესტერ იუნაიტედი“ ანტუან გრიზმანით ინტერესდებოდა.

Sky Sports-ის ინფორმაციით, გასულ ზაფხულს კლუბი ფრანგი ფორვარდის დამატებით იყო დაინტერესებული. ესპანეთში კაზემიროს ტრანსფერის დასახურად ჩასულებმა, „იუნაიტედის“ წარმომადგენლებმა გრიზმანის აგენტებთანაც დაამყარეს კომუნიკაცია.

ინგლისური კლუბის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, რამდენად აინტერესებს ფრანგს პრემიერ ლიგაში გადასვლის ვარიანტი. ტრანსფერს ხელი შეიძლებოდა იმას შეეწყო, რომ იმ დროს „ატლეტიკო“ ფეხბურთელს მხოლოდ ნახევარი საათით ათამაშებდა, რათა გამოსასყიდი ვალდებულება არ გააქტიურებულიყო.

გრიზმანი „იუნაიტედის“ ინტერესით მოიხიბლა, მაგრამ „ატლეტიკოში“ სრულფასოვანი ტრანსფერი მისი პრიორიტეტი იყო და ეს ოქტომბერში მოხდა კიდეც.

იწერება, რომ ანტუანი „ვანდადან“ წასვლის ვარიანტზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დაფიქრდება, თუ მადრიდულ გუნდს დიეგო სიმეონე დატოვებს.