ავტორიზაცია

ნევილი: "დღემდე არ მჯერა, რომ არსენალი ჩემპიონობისთვის იბრძოლებს, სიტი მათ დაეწევა"

ნევილი: "დღემდე არ მჯერა, რომ არსენალი ჩემპიონობისთვის იბრძოლებს, სიტი მათ დაეწევა"
თარიღი 23 იან 2023, 23:55
გარი ნევილი ფიქრობს, რომ „არსენალი“ წელს პრემიერ ლიგას ვერ მოიგებს.

„არამგონია, „არსენალმა“ ლიგის მოგება შეძლოს. ვფიქრობ, მათ „მან სიტი“ დაეწევა, ამ გუნდს რაღაც განსაკუთრებული გააჩნია.

„ვფიქრობ, სეზონის რაღაც მომენტში „არსენალი“ ერთ ან ორ მატჩს წააგებს, „სიტი“ კი მათ ქუსლებზე დააბიჯებს და მათ ძალიან გაუჭირდებათ.

ვფიქრობ, „არსენალი“ ჩემპიონატის მოგებისგან საკმაოდ შორს იქნება და არ დღემდე არ მჯერა, რომ ეს გუნდი ჩემპიონობის პრეტენდენტია. ის ფაქტი, რომ ეს გუნდი ბრძოლაშია - დაუჯერებელია, მაგრამ ვფიქრობ, „სიტი“ მათ დაეწევა.

„არსენალს“ მოგების კარგი შანსი აქვს და ეს მიკელ არტეტასთვის კარგია. გასული სეზონის ბოლოს მასზე ძალიან ვღელავდი და ვფიქრობდი, რომ გაუჭირდებოდა.“ - აღნიშნა „იუნაიტედის“ ექს-მცველმა.

19 ჩატარებული ტურის შემდეგ „არსენალი“ 50 ქულით ცხრილს ლიდერობს და „სიტის“ 5 ქულით უსწრებს, თუმცა ერთი მატჩით ნაკლებიც აქვს ჩატარებული.