ავტორიზაცია

ტიაგო: "რატომ გადავწყვიტე 2020-ში ბაიერნის დატოვება და ლივერპულში გადასვლა?"

ტიაგო: "რატომ გადავწყვიტე 2020-ში ბაიერნის დატოვება და ლივერპულში გადასვლა?"
თარიღი 23 იან 2023, 23:59
ტიაგო ალკანტარამ განმარტა, რატომ გადაწყვიტა „ბაიერნის“ დატოვება და „ლივერპულში“ გადასვლა.

ნახევარმცველი ინგლისურ გუნდში „ბაიერნიდან“ 2020 წელს გადავიდა.

„ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. გერმანული ლიგა - შესანიშნავია, მაგრამ ჩვენ ის ზედიზედ რვა წლის მანძილზე მოვიგეთ და ვთქვი: „კარგი, ახლა ცოტა რაღაც უფრო რთულის გასინჯვის დრო მოვიდა.“

ყველაზე დიდი ლიგა იმ მომენტისთვის იყო და დღემდე არის - პრემიერ ლიგაა.

რომელი გუნდები იყვნენ ჩემი აზრით ყველაზე გამორჩეულები პრემიერ ლიგაში? ვის აქვს საუკეთესო პროექტი, ვის ჰყავს საუკეთსო მწვრთნელი? ყველა ამ შეკითხვაზე იდეალური პასუხი „ლივერპული“ იყო.

ვფიქრობ, ჩვენ ერთმანეთს პირველივე დღიდან კარგად ვუხდებოდით.“ - აღნიშნა ტიაგომ BT Sport-თან ინტერვიუში.