ავტორიზაცია

"ის საერთოდ ვერავის ვერ ასწრებს, ფეხებში არც ისე დიდი ძალა აქვს", - ფერდინანდმა იუნაიტედის შემტევი გააკრიტიკა

"ის საერთოდ ვერავის ვერ ასწრებს, ფეხებში არც ისე დიდი ძალა აქვს", - ფერდინანდმა იუნაიტედის შემტევი გააკრიტიკა
თარიღი 24 იან 2023, 00:11
რიო ფერდინანდმა „მან იუნაიტედის“ 100-მილიონიანი ტრანსფერი, ბრაზილიელი ენტონი გააკრიტიკა.

„ის საერთოდ ვერავის ვერ ასწრებს. მას ვუყურებ და ვფიქრობ: „ეს სულ ასე იყო?“ „აიაქსში“ მის ვიდეოებს ვუყურებდი ხოლმე და ის ბევრზე სწრაფი მეჩვენებოდა.

„არსენალთან“ მატჩში კი მას თომას პარტეიმ ჩაუქროლა, რომელსაც სპრინტერს ნამდვილად ვერ ვუწოდებდი. ვიფიქრე: „ოჰო, მას (ენტონის) არც ისე დიდი ძალა აქვს ფეხებში.

ის ტექნიკური ვინგერია, მაგრამ ასეთებისგან ელოდები, რომ ისინი მცველებზე სწრაფები იქნებიან.“ - აღნიშნა „იუნაიტედის“ ექს-მცველმა.