ავტორიზაცია

ჟერარ პიკე თავის ახალ შეყვარებულსაც ღალატობს - ფეხბურთელი ბარსელონას იურისტის კომპანიაში შენიშნეს

ჟერარ პიკე თავის ახალ შეყვარებულსაც ღალატობს - ფეხბურთელი ბარსელონას იურისტის კომპანიაში შენიშნეს
თარიღი 24 იან 2023, 00:25
ჟერარ პიკეს ახალ ღალატში ედება ბრალი.

ესპანური ტელეშოუ Socialite-ს ინფორმაციით, „ბარსელონას“ ექს-ფეხბურთელი არც თავისი ახალი შეყვარებულის, კლარა ჩია მარტის ერთგულია. სავარაუდო მოწმეს ცნობით, პიკე „ბარსელონას“ იურისტის, ჯულია პუჩის კომპანიაში გასული წლის ბოლოსკენ, მის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ადგილას შენიშნეს.

გამოცემა იტყობინება, რომ პიკე და პუჩი 2-3 წლის მანძილზე იყვნენ ურთიერთობაში, გოგონას წარმომადგენლებმა ამ ინფორმაციის უარყოფა ვერ მოახერხეს და კომენტარისგან თავის შეკავება მოისურვეს.

ტელეშოუს ბოლო ეპიზოდში ნათქვამია, რომ პიკეს, შაკირას, კლარას და პუჩის ისტორიები შეიძლება გადაბმულიც იყოს. ცნობილია, რომ შაკირა და პიკე 2022 წლის ივნისში ფეხბურთელის ხშირი ღალატის გამო დაშორდნენ.