ავტორიზაცია

ზინჩენკო: "მოსვლისთანავე ვამბობდი, რომ ტიტულზე უნდა ვიფიქროთ და არა სამეულზე, ზოგი თანაგუნდელი დამცინოდა"

ზინჩენკო: "მოსვლისთანავე ვამბობდი, რომ ტიტულზე უნდა ვიფიქროთ და არა სამეულზე, ზოგი თანაგუნდელი დამცინოდა"
თარიღი 24 იან 2023, 00:29
ალექსანდრ ზინჩენკოს თქმით, ის თანაგუნდელებს მოსვლის დღიდან ტიტულზე განაწყობდა.

„სიმართლე გითხრათ, მოსვლისთანავე მოვიხიბლე „არსენალის“ ხარისხით. რა თქმა უნდა, შემადგენლობის შესახებ ვიცოდი, მაგრამ მაინც მაშინ უფრო მივხვდი, რომ ყველაფერი გვაქვს დიდი მიღწევების მოსაპოვებლად.

გასახდელში დავიწყე ლაპარაკი: „ბიჭებო, დაივიწყეთ სამეული და ყველაფერი, ჩვენ ტიტულზე უნდა ვიფიქროთ. ზოგი თანაგუნდელი იცინოდა, მაგრამ ახლა აღარავინ იცინის, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ ვოცნებობთ.

წინ ბევრი თამაშია და ადვილი შესამჩნევია, რომ „მან იუნაიტედი“ დაბრუნდა. „სიტიც“ რა თქმა უნდა ბრძოლაშია. ვნახოთ რა მოხდება, ჩვენ წინ ნელ-ნელა უნდა ვიაროთ.“ - აღნიშნა უკრაინელმა.

19 ტურის შემდეგ „არსენალი“ მეორეადგილოსან „სიტის“ 5 ქულით უსწრებს და 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.