დანი ალვეშმა, რომელმაც ჩვენება სამჯერ შეცვალა, მეოთხე დაკითხვა მოითხოვა
დანი ალვეშმა 23 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობის საქმეზე კიდევ ერთ დაკითხვას ითხოვს.
როგორც ცნობილია, ბრაზილიელმა ბარსელონას ერთ-ერთ ღამის კლუბში 23 წლის გოგონას გაუპატიურების საქმეზე ჩვენება სამჯერ შეცვალა. ფეხბურთელმა ჯერ თქვა, რომ ამ გოგონას არ იცნობს, შემდეგ აღნიშნა, რომ ნანახი ჰყავს, მაგრამ არაფერი ყოფილა, ბოლოს კი ის თქვა, რომ როცა ის საპირფარეშოში საჭიროებისთვის შევიდა, გოგონა მას დაეტაკა და ორალური სექსით დაკავდა.
Cadena SER-ის ინფორამციით, დანიმ კიდევ ერთი დაკითხვა მოითხოვა, რომელზეც ყველაფერს ფარდა უნდა ახადოს.
რამდენიმე დღის წინ ალვეში პოლიციამ დააკავა და მოსამართლემ მას გირაოს შემოტანის უფლების გარეშე წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ფეხბურთელს 4-დან 12 წლამდე ციხე ემუქრება.
როგორც ცნობილია, გოგონა კომპენსაციაზე უარს ამბობს და მხოლოდ ის სურს, რომ დანი დაისაჯოს.