როგორი შეფასება მიიღო მამარდაშვილმა დღევანდელ შეხვედრაში?

ლა ლიგის მე-18 ტურის მატჩში "ვალენსია" საკუთარ მოედანზე "ალმერიას" დაუპირისპირდა და ფრედ 2:2 ითამაშა.

22 წლის გიორგი მამარდაშვილი "ღამურების" სასტარტო შემადგენლობაში იყო და მხოლოდ ერთი მოგერიებით გამოირჩა.
Sofscore-მა ქართველი მეკარეს 6.1 ბალი დაუწერა, რაც მასპინძელთა რიგებში ყველაზე დაბალი შეფასება გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ ჯენარო გატუზოს გუნდი ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 20 ქულით მე-12 ადგილზეა.