ავტორიზაცია

"ჩემი ბოლო სეზონის პერიოდს მახსენებს", - ხავიმ ბარსელონასთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა გამოარჩია

"ჩემი ბოლო სეზონის პერიოდს მახსენებს", - ხავიმ ბარსელონასთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა გამოარჩია
თარიღი 25 იან 2023, 00:13
„ბარსელონას“ მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი შეაქო.

„მარკი საოცარ დონეს აჩვენებს. შესაძლოა, ის „ბარსაში“ ყოფნის პერიოდში ახლა საუკეთესო ფორმაშიც კია.

ის მე იმ ტერ შტეგენს მახსენებს, რომელიც ჩემი აქ ფეხბურთელად ყოფნის ბოლო წელს იყო.

ეს ბევრ რამაეს გვმატებს. კარგია, თუ ეს დადებითად გვადგება. მარკი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა, ისევე როგორც დაცვა - ჩვენ ვკეტავთ სივრცეებს და ამას ლა ლიგაში თავისი შედეგები მოაქვს.“ - აღნიშნა „ბარსას“ მწვრთნელმა.

ამ სეზონში ლა ლიგის 17 მატჩიდან „ბლაუგრანამ“ 13-ში კარი მშრალად შეინახა.