ავტორიზაცია

რონალდუ ბარსელონას პრეზიდენტისგან მესის ხელფასის გაგებას ცდილობდა

რონალდუ ბარსელონას პრეზიდენტისგან მესის ხელფასის გაგებას ცდილობდა
თარიღი 24 იან 2023, 19:23
კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის "რეალში" თამაშის დროს კონკურენტის ლიონელ მესის ანაზღაურების გაგებას ცდილობდა.  იუწყება El Mundo.

წყაროს ცნობით, ერთხელ კრიშტიანუ რონალდუმ "ბარსელონას" მაშინდელი პრეზიდენტის ხოსეპ ბარტომეუსგან ლიონელ მესის ხელფასის გარკვევა სცადა.

"ვერ გეტყვით, მაგრამ ეს ორჯერ მეტია, ვიდრე რეალი გიხდით. ", - უპასუხა ბარტომეუმ რონალდუს, წყაროს ცნობით.

ამ ფაქტიდან მალევე კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის "რეალიდან" "იუვენტუსში" გადავიდა.