ავტორიზაცია

სუპერ ტრანსფერი ეროვნულ ლიგაში: სენეგალელი ფორვარდი ბათუმის დინამოში ითამაშებს

სუპერ ტრანსფერი ეროვნულ ლიგაში: სენეგალელი ფორვარდი ბათუმის დინამოში ითამაშებს
თარიღი 24 Jan 2023, 16:41
29 წლის სენეგალელი ფორვარდი მუსა კონატე ბათუმის "დინამოში" ითამაშებს.

ჩვენს რეალობაში გამორჩეული ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია აჭარულ კლუბში დაგვიდასტურეს.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, ფეხბურთელსა და კლუბს შორის 1-წლიანი კონტრაქტი უკვე გაფორმდა. 

კონატე ბოლოს თურქულ "სივასპორში" თამაშობდა. სადაც 2022 წელს 12 მატჩი ჩაატარა.

აფრიკელს საფრანგეთის ლიგა 1-ში 99 მატჩში 27 გოლი აქვს გატანილი. სერია A-ს 24 მატჩში ერთი გოლი გაიტანა, ხოლო შვეიცარიის სუპერლიგის 93 მატჩი 35 გოლი.

აღსანიშნავია, რომ 29 წლის თავდამსხმელი თურქეთის თასის, შვეიცარიის თასის და ტუნისის ჩემპიონატის გამარჯვებულია. 

კონატე სხვადასხვა დროს: "თელ ავივის მაკაბის", "კრასნოდარის", "ჯენოას", "სიონის", "ამიენის" "დიჟონის" და "სივასპორის" მაისურს ირგებდა.

სენეგალალემა ფეხბურთელმა 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ორი მატჩი ჩაატარა. 2019 წელს კი აფრიკის თასის ფინალში გავიდა.

ავტორი: ზაქრო გალუსტაშვილი