ავტორიზაცია

კვარაცხელიამ დასვენების დღის მიუხედავად, კასტელ ვოლტურნოში ივარჯიშა

კვარაცხელიამ დასვენების დღის მიუხედავად, კასტელ ვოლტურნოში ივარჯიშა
თარიღი 24 იან 2023, 15:23
როგორც ნეაპოლური გამოცემები La Repubblica-ზე დაყრდნობით წერენ, ხვიჩა კვარაცხელიამ გუშინ კასტელ ვოლტურნოში ივარჯიშა.

მიუხედავად იმისა, რომ ნეაპოლურ გუნდს კვირას და ორშაბათს დასვენების დღე ჰქონდა, ხვიჩამ ბაზაზე ივარჯიშა. 

დღეს "ნაპოლი“ საწვრთნელ პროცესს გუნდის მთელი შემადგენლობით განაახლებს და კვარაცხელუა გუნდთან ერთად სრული დატვირთით ივარჯიშებს.

მოგეხსენებათ, კვარაცხელიამ გაციების გამო, "კრემონეზესა“ და "სალერნიტანასთან“ მატჩები გამოტოვა.