ავტორიზაცია

ჯუდ ბელინგემის ყიდვა 5 ტოპ კლუბს სურს

ჯუდ ბელინგემის ყიდვა 5 ტოპ კლუბს სურს
თარიღი 24 იან 2023, 14:57
ინგლისის ნაკრების და დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველის ჯუდ ბელინგემი ყიდვა ხუთ ტოპ გუნდს სურს. 

19 წლის ფეხბურთელზე სატრანსფერო ბაზარზე სერიოზული მოთხოვნაა.

Daily Star-ის ცნობით, ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ბრძოლაში მადრიდის "რეალი", "ლივერპული", "ჩელსი", მანჩესტერ "სიტი" და მანჩესტერ "იუნაიტედი" არიან.

ჯუდი დორტმუნდის "ბორუსიაში" 2020 წლის ზაფხულიდან თამაშობს. ნახევარმცველს კლუბთან შრომითი ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. 

ბუნდესლიგაში მიმდინარე სეზონში ბელინგემმა 16 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.