მესის არ სურს ბარსელონაში დაბრუნება - გადაწყვეტილების მიზეზი ცნობილია
არგენტინის ნაკრების და "პსჟ"-ს თავდამსხმელს, ლიონელ მესის "ბარსელონაში" დაბრუნების სურვილი არ აქვს.
ინსაიდერის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, არგენტინელი კვლავ განაწყენებულია "ბლაუგრანას" ამჟამინდელი ხელმძღვანელობით, რომელსაც პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ხელმძღვანელობს.
წყაროს ცნობით, მესის ჯერ კიდევ ძალიან უყვარს "ბარსელონა", მაგრამ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა დაბრუნების შესაძლებლობას გამორიცხავს. ლიონელი დღემდე სინანულით იხსენებს, როგორ მოუწია კლუბის დატოვება.
ახლა არგენტინელს "პსჟ"-ში დარჩენა და ფრანგულ გუნდთან ვადაგადაცილებული კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. შეგახსენებთ, მესი პარიზელთა შემადგენლობაში უკვე მეორე სეზონს ატარებს.