ავტორიზაცია

ტრანსფერი თურქეთის სუპერლიგიდან: თბილისის დინამომ კონგოელი ფეხბურთელი დაიმატა

ტრანსფერი თურქეთის სუპერლიგიდან: თბილისის დინამომ კონგოელი ფეხბურთელი დაიმატა
თარიღი 24 იან 2023, 13:38
20 წლის ცენტრალური მცველი ფრანსის ნზაბა კარიერას თბილისის "დინამოში" გააგრძელებს, კონგოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი თბილისურ კლუბს სტამბოლის "ბაშაკშეჰირიდან" ერთწლიანი იჯარით შეუერთდა.

ფეხბურთელმა საქართველოს მოქმედი ჩემპიონშო გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა:

ფრანსის ნზაბა: "ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ისტორიული კლუბის წევრი გავხდი. მოტივირებული ვარ, ბევრი ვიშრომო, ყველას ვანახო ჩემი ხარისხი და კლუბს დასახული მიზნების მიღწევაში დავეხმარო.

აქვე მივესალმები დინამოს გულშემატკივრებს - თქვენის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე კი, გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებ თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინო და თქვენთან ერთად წარმატებას მივაღწიო. ",- თქვა ახალგაზრდა ფეხბურთელმა.

თურქეთის სუპერლიგამდე ფრანსის ნზაბა სამშობლოში ასპარეზობდა, "ბაშაკშეჰირს" კი, 2022 წლის ზაფხულში შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში 20 წლის ცენტრალური მცველი, სტამბოლური კლუბის ასაკობრივ გუნდებში ასპარეზობდა. მიმდინარე სეზონში კი, მთავარი გუნდის წევრი გახდა და სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

რაც შეეხება მის სანაკრებო კარიერას, ფრანსის ნზაბას კონგოს ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩი აქვს გამართული.

კონგოელი ცენტრალური მცველი "დინამოს" თურქულ შეკრებაზე, უახლოეს დღეებში, შეუერთდება და გუნდთან ერთად 2023 წლის სეზონისთვის მზადებას დაიწყებს. 

Fcdinamo.ge