"მამუკა ჯუღელის აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია"- ზურიკო დავითაშვილი
საქართველოს ნაკრების და ფრანგული "ბორდოს" ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი საკუთარ სოციალურ ქსელში განცხადებას გაწვეყნებს.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ჩემთვის ემოციებით სავსე იყო. ძალიან ახლოს ვიყავი ლორიენში გადასვლასთან, მე და მამუკა ვესაუბრეთ გუნდის ხელმძღვანელებს, ვილი სანიოლმაც დაურეკა მათ და 20 დღე ველოდეთ პასუხს, თუმცა მას შემდეგ, რაც არ გამოვიდა, მამუკა ჯუღელმა დაიწყო ახალი გუნდის ძებნა და ბორდოს ვარიანტი შემომთავაზა.
ბორდოს გარდა, მამუკას რამდენიმე ვარიანტი ჰქონდა, ერთად გადავწყვიტეთ, რომ წამოვსულიყავით აქ, რადგან ეს ჩემთვის, როგორც ახალგაზრდა ფეხბურთელის პერსპექტივისთვის, ყველაზე მომხიბვლელი ვარიანტი იყო.
რთული ზაფხული იყო ნამდვილად, რადგან ბევრი ფიქრის და საბოლოოდ ერთი გადაწყვეტილების მიღება მოგვიწია, რა მომენტშიც ჩემი ოჯახი, მამუკა და ახლობლები მეხმარებოდნენ. დიდი როლი ითამაშა ჩემმა აგენტმა, მამუკა ჯუღელის აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან ჩემი კარიერის ბევრი წარმატებული ეტაპი სწორედ მისი დამსახურებაა. ",- წერს დავითაშვილი.