ავტორიზაცია

კონტე: "მინდა კეინს დავეხმარო ტოტენჰემთან ერთად ტიტულის მოგებაში"

კონტე: "მინდა კეინს დავეხმარო ტოტენჰემთან ერთად ტიტულის მოგებაში"
თარიღი 24 იან 2023, 12:38
"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ინგლისელი თავდამსხმელის ჰარი კეინის შესახებ ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, პრემიერ ლიგის 21-ე ტურის მატჩში "ტოტენჰემმა" "ფულჰემთან" (1:0) გაიმარჯვა, კეინმა კი გამარჯვების გოლი გაუტანა. 

„ჩვენ ვსაუბრობთ ფანტასტიკური შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელზე. რა თქმა უნდა, მსურს დამეხმარო რაღაც მნიშვნელოვანის გაკეთებაში. ტოტენჰემთან ერთად რაღაცის მოგებაში. მას უყვარს ტოტენჰემი, ეს კლუბი მის გულშია. ", - თქვა კინტემ.

კეინმა მიმდინარე სეზონში "ტოტენჰემის" მაისურით 29 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.

სპურსი პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 36 ქულით მეხუთე ადგილზეა.