ავტორიზაცია

ისტორიაში პირველად - მსაჯმა თეთრი ბარათი გამოიყენა

ისტორიაში პირველად - მსაჯმა თეთრი ბარათი გამოიყენა
თარიღი 24 Jan 2023, 12:05
პორტუგალიის თასის მეოთხედფინალში, ფეხბურთის ისტორიაში პირველად, მატჩის არბიტრმა თეთრი ბარათი გამოიყენა.

ამ შეხვედრაში ერთმანეთს "ბენფიკასა" და "სპორტინგის" ქალთა გუნდები ხვდებოდნენ.

მატჩის მიმდინარეობისას ტრიბუნებზე ქომაგი ცუდად გახდა და მის დასახმარებლად ორივე გუნდის ექიმები გაემართნენ.

როდესაც გულშემატკივარი კარგად გახდა, მატჩის მთავარმა მსაჯმა კატარინა კამპუშმა საექიმო შტაბების წარმომადგენლებს სიმბოლურად თეთრი ბარათი უჩვენა. 

შეგახსენებთ, რომ თეთრი ბარათი იმისთვის შემოიღეს, რომ მსაჯებმა სამართლიანი თამაშის პრინციპები წაახალისონ.