ჯანო ანანიძე: "ვიცი ვარიანტების შესახებ, რომელიც კვარაცხელიას აქვს"
საქართველოს ნაკრების და მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილმა ფეხბურთელმა ჯანო ანანიძემ რუსულ მედიასთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
კვარაცხელიას შეუძლია თუ არა ქართული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს?
აქ მას ჯერ ყველაფერი აქვს. ჯერჯერობით, ეს არაოფიციალური ტიტული კახა კალაძეს უკავია მაგრამ ხვიჩას მისი გადაბირება მარტივად შეუძლია. ",- განაცხადა ანანიძემ.
კვარაცხელია 2019 წელს, "რუსთაველიდან" იჯარით, მოსკოვის "ლოკომოტივში" თამაშობდა, რის შემდეგაც ყაზანის "რუბინთან" გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა.
2022 წლის მარტში კონტრაქტი გაწყდა და ფეხბურთელი ბათუმის "დინამოს" გავლით "ნაპოლიში" მოხვდა.
მიმდინარე სეზონში ხვიჩამ სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგის 20 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.