ავტორიზაცია

აკრძალვა ძალაში რჩება: UEFA რუსული კლუბების ევროტურნირებზე ასპარეზობას არ დაუშვებს

აკრძალვა ძალაში რჩება: UEFA რუსული კლუბების ევროტურნირებზე ასპარეზობას არ დაუშვებს
თარიღი 24 იან 2023, 18:19
ევროტურნირებზე რუსული გუნდების აკრძალვა ძალაში დარჩება.

Sky Sports-ის ჟურნალისტის რობ ჰარისის თქმით, უეფა გააგრძელებს ბანს, რადგან უკრაინაში რუსეთის აგრესია გრძელდება. სასჯელის მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა, სანამ სიტუაცია არ შეიცვლება.

დღეს, რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის და უეფამ უნდა განეხილათ რუსული გუნდების საერთაშორისო მატჩებზე დაბრუნების შესაძლებლობა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 28 თებერვალს უეფამ და ფიფამ რუსულ კლუბებსა და ნაკრებებს საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა შეუჩერა.