დანი ალვეშმა გაუპატიურების საქმეზე კიდევ ერთი ურთიერთგამომრიცხავი ჩვენება მისცა
დანი ალვეშმა გაუპატიურების საქმეზე ჩვენება კიდევ ერთხელ შეცვალა.
რამდენიმე დღის წინ დანი გაუპატიურებაში ბრალდებით დააკავეს. "ბარსელონას" ყოფილ ფეხბურთელს 4-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
El Mundo-ს ცნობით, ბრაზილიელის მსხვერპლმა, ჩვენების მიცემისას, ალვეშის ერთ-ერთი ტატუ აღწერა.

როდესაც მოსამართლემ ალვეშს ამის შესახებ ჰკითხა, ფეხბურთელმა ორი ყრთიერთგამომრიცხავ ვერსიაზე ისაუბრა. ალვეშმა დაადასტურა, რომ მას ასეთი ტატუ აქვს, მაგრამ განაცხადა, რომ გოგონა მას მაშინ დაესხა თავს, როცა ის უნიტაზზე იჯდა.
ამის შემდეგ მოსამართლემ აღნიშნა, რომ მსხვერპლი ვერ დაინახავდა ტატუს, თუ ალვეში უნიტაზე იჯდებოდა, რადგან მუცელს პერანგი დაუფარავდა.
მოსამართლის შენიშვნის შემდეგ ალვეშმა ჩვენება კვლავ შეცვალა. მან განაცხადა, რომ მსხვერპლი მაშინ დაესხა თავს, როცა ფეხზე ადგა, რის გამოც გოგონამ მისი ტატუ დაინახა. დანიმ ასევე განაცხადა, რომ სექსი იყო შეთანხმებული. დაზარალებული კი ამას უარყოფს.
გოგონამ, რომელიც ალვეშს გაუპატიურებაში ადანაშაულებდა, უარი თქვა კომპენსაციაზე და სურს დანის სასჯელი მიესაჯოს.