ავტორიზაცია

ლუკა მოდრიჩმა კრიშტიანუ რონალდუს გუნდს სარფიან შემოთავაზებაზე პასუხი შეუთვალა

ლუკა მოდრიჩმა კრიშტიანუ რონალდუს გუნდს სარფიან შემოთავაზებაზე პასუხი შეუთვალა
თარიღი 25 იან 2023, 00:21
ლუკა მოდრიჩს საუდის არაბეთში კრიშტიანუ რონალდუს თანაგუნდელად ვერ ვიხილავთ.

ხორვატული გამოცემა 24Sata-ს ინფორმაციით, 37 წლის ფეხბურთელმა არაბულ გუნდს, რომელიც მას წლიურად 40 მილიონ ევროს სთავაზობდა, უარი შეუთვალა.

ლუკამ „ალ ნარს“ სარფიანი შემოთავაზებისთვის მადლობა გადაუხადა, მაგრამ უარით გაისტუმრა, რადგნა მას კარიერის დასრულება „რეალში“ სურს.

მოდრიჩს „რეალთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მხარეებმა მისი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებაზე მოილაპარაკონ - სწორედ ასე იქცევიან მხარეები უკანასკნელი რამდენიმე წელია, შუა სეზონის მსვლელობისას კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებაზე თანხმდებიან.

იწერება, რომ მოდრიჩის გარდა, რონალდუს ტრანსფერის შემდეგ, „ალ ნასრს“ სერხიო რამოსის დაპატიჟებაც სურს.