ავტორიზაცია

ალ-ნასრს ახალი სამიზნე მოდრიჩია: 2.5 წლიანი კონტრაქტი და საოცნებო ანაზღაურება

ალ-ნასრს ახალი სამიზნე მოდრიჩია: 2.5 წლიანი კონტრაქტი და საოცნებო ანაზღაურება
თარიღი 24 იან 2023, 20:13
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველის ლუკა მოდრიჩის შეძენით "ალ-ნასრი" ინტერესდება. 

საუდის არაბული გამოცემა Okaz-ის ცნობით, რიადის კლუბს ხორვატის შეძენა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში სურს და 2,5 წლიან კონტრაქტს სთავაზობს სეზონში 40 მილიონ ევროზე მეტი ხელფასით.

თუ "რეალი" ზამთარში უარს იტყვის ნახევარმცველის გაყიდვაზე, "ალ-ნასრი" ზაფხულში ხორვატის თავისუფალი აგენტის სტატუსით დამატებას შეეცდება.

მოდრიჩმა ლა ლიგაში მიმდინარე სეზონში 16 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.