ავტორიზაცია

"ენტონი ამდენს 10 წელიწადში ვერ გაიტანს, იუნაიტედის ადგილას მასში ხვალვე გადავიხდიდი 100 მილიონს", - ჟურნალისტი

"ენტონი ამდენს 10 წელიწადში ვერ გაიტანს, იუნაიტედის ადგილას მასში ხვალვე გადავიხდიდი 100 მილიონს", - ჟურნალისტი
თარიღი 25 იან 2023, 00:42
ჟურნალისტმა პოლ მერსონმა ჰარი კეინს მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდი უწოდა და „ტოტენჰემიდან“ მისი წაყვანა „მან იუნაიტედს“ ურჩია.

„კეინი მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელია. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ადგილას მასში ხვალვე 100 მილიონ ფუნტს გადავიხდიდი. მათ 80 მილიონი ენტონიში გადაიხადეს, რომელიც 10 წელიწადში ვერ გაიტანს იმდენს, რამდენსაც კეინი „ემიუში“ ერთ სეზონში.

მას 37 წლამდე შეეძლება თამაში, იმიტომ რომ იმდენად არ სჭირდება სისწრაფე, მისი თამაში ამაზე არ არის აგებული. ის ჭკვიანია, პასებიც იცის და გოლების გატანაც, ყველაფერი აქვს.

თუ „მანჩესტერს“ ტიტულთან მიახლოვება სურს, მათ კეინი სჭირდებათ.“ - აღნიშნა „არსენალის“ ექს-ფეხბურთელმა.