ავტორიზაცია

მალდინი: "ვიცით, რომ მილანი ევროპის საუკეთესო კლუბებს შორის არ არის"

მალდინი: "ვიცით, რომ მილანი ევროპის საუკეთესო კლუბებს შორის არ არის"
თარიღი 25 იან 2023, 10:06
"მილანის" ტექნიკურმა დირექტორმა პაოლო მალდინიმ გუნდის "ლაციოსთან" გამანადგურებელ (0:4) მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

რომში წაგების შემდეგ, "როსონერის" და ჩემპიონატის ლიდერ "ნაპოლის" შორის სხვაობა უკვე 12 ქულას შეადგენს.

გარდა ამისა, მოქმედ ჩემპიონებს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან "ლაციო", "ინტერი" და "რომა".

„ჩვენ არ ვართ 90-იანი წლების მილანი, რომელიც ჩემპიონებს ყიდულობს. წარმატების მისაღწევად, ჩვენ გვჭირდება მკაფიო სტრატეგია და ჩვენ ამას არ გადავალთ. 

ვიცით, რომ ახლა არ ვართ ევროპის საუკეთესო კლუბების შორის და ჩემპიონთა ლიგის 1/8-ში გასვლა ამ ეტაპზე უკვე წარმატებაა. “, - განაცხადა მალდინიმ DAZN-თან ინტერვიუში.