ავტორიზაცია

ოფიციალურად: ნაპოლიში მეკარის პოზიციაზე ცვლილებები მოხდა

ოფიციალურად: ნაპოლიში მეკარის პოზიციაზე ცვლილებები მოხდა
თარიღი:  25 იან 2023, 21:46
მეკარე პიერლუიჯი გოლინი, რომელიც „ატალანტას“ ეკუთვნის, „ნაპოლიში“ გადავიდა.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 27 წლის გოლკიპერი „ნაპოლიმ“ 1.5 წლით ინათხოვრა.

მხარეებს შორის შეთანხმება ფეხბურთელის გამოსყიდვას ითვალისწინებს და როგორც ნიკოლო სკირა იტყობინება, სურვილის შემთხვევაში, „ნაპოლის“ გოლინის გამოსყიდვა 8 მლნ ევროდ შეეძლება.

მიმდინარე სეზონში გოლინი „ფიორენტინაში“ ასპარეზობდა, მისი იჯარა შეწყდა და გუნდმა „ნაპოლიდან“ სალვატორე სირიგუ დაიმატა, რომელიც ნეაპოლში 2022 წლის ზაფხულიდან ირიცხებოდა. 36 წლის გამოცდილი მეკარე „იებს“ სრულფასოვანი ტრანსფერით შეუერთდა.