ავტორიზაცია

როდის დაუბრუნდება მილანს ძირითადი გოლკიპერი? მალდინიმ სავარაუდო პერიოდი დაასახელა

როდის დაუბრუნდება მილანს ძირითადი გოლკიპერი? მალდინიმ სავარაუდო პერიოდი დაასახელა
თარიღი 25 იან 2023, 21:49
„მილანის“ მეკარე მაიკ მენიო მოედანს შესაძლოა თებერვალში დაუბრუნდეს.

ამის შესახებ გუნდის ტექნიკურმა დირექტორმა, პაოლო მალდინიმ განაცხადა.

„მენიოს გამოკვლევებმა წარმატებით ჩაიარა. მას მოედანზე თებერვალში ველოდებით, მაგრამ არ ვიცი, კონკრეტულად როდის.“ - აღნიშნა ლეგენდამ.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი მოედანზე 22 სექტემბრიდან არ გასულა, როცა მან დაზიანება საფრანგეთისა და ავსტრიის ერთა ლიგის მატჩში (2:0) მიიღო.

ამ ტრავმის გამო მენიომ მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვა, რომელზეც საფრანგეთი ფინალამდე მივიდა.