ავტორიზაცია

უარი ევერტონს და მოულოდნელი ტრანსფერი ტოტენჰემში - დეზებს ახალი შემტევი ჰყავთ

უარი ევერტონს და მოულოდნელი ტრანსფერი ტოტენჰემში - დეზებს ახალი შემტევი ჰყავთ
თარიღი 25 იან 2023, 21:53
„ვილიარეალის“ ნიდერლანდელი ფორვარდი არნაუტ დანჯუმა კარიერას „ტოტენჰემში“ გააგრძელებს.

25 წლის ფეხბურთელი „დეზებს“ სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა. თუმცა, როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, კონტრაქტი მის შემდგომ, შესაძლო გამოსყიდვასაც ითვალისწინებს,.

დანჯუმა ძალიან ახლოს იყო „ევერტონში“ გადასვლასთან, იმდენად, რომ აბსოლუტურად ყველაფერი უკვე შეთანხმებული ჰქონდა და პრესასთან ლივერპულური გუნდის ფეხბურთელის რანგში ინტერვიუებსაც არიგებდა. 

თუმცა, როცა „ტოტენჰემის“ ინტერესის შესახებ შეიტყო, პრემიერ ლიგის მე-19 ადგილოსანს უარი უთხრა და ლონდონს მიაშურა.

ამ სეზონში არნაუტმა ლა ლიგის 10 მატჩში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა.