ავტორიზაცია

"იუთუბის ფეხბურთელია, უყურებ და ფიქრობ - ვაუ, უნდა ვიყიდოთ, მაგრამ აზრი?", - დარენ ბენტი იუნაიტედის შემტევზე

"იუთუბის ფეხბურთელია, უყურებ და ფიქრობ - ვაუ, უნდა ვიყიდოთ, მაგრამ აზრი?", - დარენ ბენტი იუნაიტედის შემტევზე
თარიღი 25 იან 2023, 22:08
ინგლისელი ექს-ფორვარდი, დარენ ბენტი ფიქრობს, რომ „მან იუნაიტედის“ შემტევის, ენტონის ფინტები, გუნდს ვერაფერში ეხმარება.

„ის ამ ყველაფერს აკეთებს, მაგრამ არაფერი არ ხდება. ეს არ ჰგავს იმ სიტუაციას, როცა ფეხბურთელი ფინტს მეტოქის გასაცდენად აკეთებს, ის ფინტს ფინტის ხათრით უფრო ასრულებს. ამჟამად ეს ყველაფერი ყველანაირ აზრს მოკლებულია.

„იუთუბის ფეხბურთელი“? რაღაც მხრივ, კი. უყურებ იუთუბზე მის ვიდეოებს და ამბობ: „ვაუ, ვერ ვიჯერებ, უნდა ვიყიდოთ! მაგრამ რა აზრი აქვს, სად არის დასრულებული პროდუქტი?

ვიცი, რომ მან „იუნაიტედში“ ნორმალურად დაიწყო, რამდენიმე კარგი გოლიც გაიტანა, მაგრამ სად არის საბოლოო შედეგი?“, - აღნიშნა „ტოტენჰემის“ ექს-ფორვარდმა.