ავტორიზაცია

ბარსელონამ რაფინიას დრო სეზონის ბოლომდე მისცა - წინააღმდეგ შემთხვევაში, ის გაიყიდება

ბარსელონამ რაფინიას დრო სეზონის ბოლომდე მისცა - წინააღმდეგ შემთხვევაში, ის გაიყიდება
თარიღი 26 იან 2023, 00:09
„ბარსელონას“ ნახევამცველმა, რაფინია დიასმა, შესაძლოა გუნდი ზაფხულში დატოვოს.

Diario Sport-ის ინფორმაციით, კლუბში ფეხბურთელის ოსტატობაში ეჭვი არ ეპარებათ და ხვდებიან, რომ მას ადაპტაციისთვის დრო სჭირდება, თუმცა ელოდებიან, რომ სეზონის მეორე ნახევარში ის გაცილებით პროდუქტიულად ითამაშებს.

გადახდილი ფულიდან (58+7 მლნ ევრო) გამომდინარე, ბრაზილიელისგან პირველივე სეზონში გაცილებით მეტს ელოდნენ.

„ბარსელონას“ წარმომადგენლებმა, ფეხბურთელის აგენტთან, დეკუსთან საუბარში მიანიშნა, რომ რაფინიას დრო სეზონის ბოლომდე აქვს, რომ თავი სათანადოდ წარმოაჩინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კლუბი მის გაყიდვაზე დაფიქრდება.

დეკუ დარწმუნებულია, რომ თუ ფეხბურთელის გაყიდვა გადაწყდა, ის ინგლისის პრემიერ ლიგიდან მიიღებს შემოთავაზებებს და „ბარსა“ გადახდილი თანხის დიდი ნაწილის ამოღებას მოახერხებს. თუმცა, რაფინიას „კამპ ნოუზე“ სურს დარჩენა და ამისთვის ბრძოლას აპირებს.