ავტორიზაცია

მილანი მანჩესტერ სიტის მცველით ინტერესდება

მილანი მანჩესტერ სიტის მცველით ინტერესდება
თარიღი 26 იან 2023, 12:18
"მილანი" მანჩესტერ "სიტის" პორტუგალიელი მცველის ჟოაო კანსელოს შეძენით ინტერესდება, იტყობინება The Sun.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 28 წლის პორტუგალიელი შესაძლოა "როსონერის" ლიდერის რაფაელ ლეაუს ინგლისურ კლუბში ტრანსფერის ნაწილი გახდეს.

კანსელოს მოქმედი კონტრაქტი მანჩესტერ "სიტისთან" 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში. Transfermarkt-ი ფეხბურთელს 70 მილიონ ევროდ აფასებს.

მიმდინარე სეზონში მცველმა „ქალაქელთა“ მაისურით 26 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.