ბარსელონამ სერია A-ში მოთამაშე თავდამსხმელის შესაძენად 40 მილიონი ევრო გაამზადა
"ატალანტას" თავდამსხმელმა რასმუს ჰოილუნდმა შესაძლოა ესპანეთის ლა ლიგაში ითამაშოს.
El Nacional-ის ინფორმაციით, 19 წლის ფეხბურთელის ტრანსფერით კატალონიური "ბარსელონა" ინტერესდება.
El Nacional-ის ინფორმაციით, 19 წლის ფეხბურთელის ტრანსფერით კატალონიური "ბარსელონა" ინტერესდება.
დანიელი თავდამსხმელის ტრანსფერში "ბლაუგრანა" მზადაა 40 მილიონი ევრო გადაიხადოს.
ჰოილუნდი ბერგამოული გუნდის რიგებს გასულ ზაფხულს შეუერთდა. იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონში თავდამსხმელმა 15 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.