ავტორიზაცია

ქალთა ბარსელონამ მსოფლიო ფეხბურთის რეკორდი დაამყარა

ქალთა ბარსელონამ მსოფლიო ფეხბურთის რეკორდი დაამყარა
თარიღი 26 იან 2023, 10:22
"ბარსელონას" ქალთა გუნდმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა. CNN-ის ცნობით, "ბლაუგრანა" გახდა პირველი გუნდი ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც ეროვნულ ჩემპიონატში ზედიზედ 50 გამარჯვება მოიპოვა.

25 იანვარს ბარსელონას ქალთა გუნდმა საიუბილეო გამარჯვება "ლას პალმასთან" ანგარიშით 5:0 მოიპოვა.

კატალონიელთა ბოლო მარცხი 2021 წლის ივნისით თარიღდება - მაშინ კატალონიური გუნდი მადრიდის "ატლეტიკოსთან" 3:4 დამარცხდა. ამის შემდეგ "ბარსელონას" აქვს 247 გატანილი და 19 გაშვებული გოლი.