ავტორიზაცია

მანჩესტერ სიტის 5 ფეხბურთელს კლუბის დატოვება სურს

მანჩესტერ სიტის 5 ფეხბურთელს კლუბის დატოვება სურს
თარიღი 26 იან 2023, 12:45
მანჩესტერ "სიტის" რამდენიმე ფეხბურთელი უკმაყოფილოა პეპ გვარდიოლასთან მუშაობით და შესაძლოა ზაფხულში ინგლისური გუნდი დატოვოს.

ესენი არიან ილკაი გიუნდოგანი, კაილ უოკერი, ჟოაო კანსელო, ბერნარდო სილვა და აიმერიკ ლაპორტი.

ამის შესახებ ესპანელმა ჟურნალისტმა ხოსე ალვარეს გაიამ El Chiringuito-ზე განაცხადა.

მანჩესტერ "სიტი" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა და არსენალს 5 ქულით ჩამორჩება.